ეკონომიკა

დეკემბერში ზეთი 27%-ით გაძვირდა, რძის პროდუქტი – 11.3%-ით, პური – 7%-ით – სებ

www.eatthis.com

2020 წლის დეკემბერში, გასულ წელთან შედარებით, სურსათი 6.7%-ით გაძვირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-მა დეკემბრის “თვის მიმოხილვა”, რომელიც მაკროეკონომიკურ მონაცემებს უყრის თავს, 29 იანვარს გამოაქვეყნა. 

რეგულატორი ინფლაციასა და სამომხმარებლო ფასების შესახებ წერს, რომ 2020 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ფასები 1%-ით გაიაფდა, წლიური ინფლაციის დონემ კი 2.4% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.9%-ით ნაკლებია.

თუმცა, ინფლაციის დონის კლება პოზიტიურად არ ასახულა საბაზისო სასურსათო პროდუქტზე. წინა წელთან შედარებით, სურსათი 6.7%-ითაა გაძვირებული, რაშიც უდიდეს წილს შემდეგი პროდუქცია იკავებს:

  • პური და პურპროდუქტები – 7%
  • თევზეული – 8.8%
  • რძე, ყველი და კვერცხი – 11.3%
  • ზეთი და ცხიმი – 27.2%
  • ჯანდაცვა – 9.6%

გარდა ამისა, წლიური ინფლაციის დონე იმპორტირებული და ადგილობრივი ნაწარმის მიხედვით განსხვავებულია - იმპორტირებული საქონელი მხოლოდ 0.5%-ითაა გაძვირებული, როცა ადგილობრივ ნაწარმზე 3.6% მოდის. 

ვრცლად დეკემბრის თვის მიმოხილვა შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები