ბელარუსი

ბელარუსის გენპროკურატურა პროტესტის სიმბოლოდ ქცეული დროშის აკრძალვას გეგმავს

საპროტესტო მარში მინსკში, 2020 წლის აგვისტო
AP 

ბელარუსის გენპროკურატურამ 29 იანვარს გამოაცხადა, რომ აპირებს პროტესტის დროს ხშირად გამოყენებული თეთრ-წითელ-თეთრი დროშა ექსტრემისტულად გამოაცხადოს და მისი საჯაროდ გამოფენა აკრძალოს.

თეთრ-წითელ-თეთრი დროშა პირველად მე-19 საუკუნის მიწურულს გამოჩნდა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ის რამდენიმე წელი დამოუკიდებელი ბელარუსის ოფიციალური დროშა იყო. 2020 წელს დროშა ბელარუსის საპროტესტო აქციების მთავარი სიმბოლო გახდა. ის ხშირად ჩნდება საპროტესტო აქციებზე.

საპროტესტო აქციები ბელარუსში 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. 

ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ დასავლეთში, აშშ-მევროკავშირმა ლუკაშენკოს სანქციები დაუწესეს. ლუკაშენკოს რეჟიმს მხარს უჭერს რუსეთი, პუტინი მას ფინანსურად და შეიარაღებით ეხმარება.

კომენტარები