ბელარუსი

აშშ-მ ბელარუსისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა

აქცია ბელარუსში. 2020. 

23 დეკემბერს აშშ-მ ბელარუსისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა.

ახალი სანქციებით მიზანში ამოიღეს 40 პირი და ოთხი დაწესებულება სადავო საპრეზიდენტო არჩევნებში და რეჟიმის მიერ მომიტინგეების დარბევაში მათი როლისთვის. 

"ბელარუსი ხალხი მუდმივად ცდილობს, გამოიყენოს თავისი ძირითადი დემოკრატიული უფლებები და სახელმწიფო განმეორებით იყენებს ძალადობრივ ზომებს," - თქვა აშშ-ს სახაზინო მდივანმა, სტივენ მნუჩინმა.

ახალი სანქციები ეხება ბელარუსის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც, აშშ-ს თქმით, არჩევნები ისე ჩაატარა, რომ "უამრავ დარღვევას მოიცავდა, რის გამოც ის არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი, მათ შორის, ოპოზიციის კანდიდატების აკრძალვას, არჩევნებზე დამკვირვებლებისთვის უარის თქმას".

შავ სიაში ასევე მოხვდა მინსკის სპეციალური დანიშნულების პოლიციის განყოფილება, მინსკის აღმასრულებელი კომიტეტის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო და KGB Alpha, რომლებიც მონაწილეობდნენ მომიტინგეებზე თავდასხმაში.

სანქციები ასევე დაუწესეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესა და ეროვნული პოლიციის უფროსის, ჰენად არკადიევიჩ კაზაკევიჩს.

დამატებით, 39 პირს დაუწესდა სანქცია, რომლებიც ბელარუსის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის არიან პასუხისმგებლები. სახელმწიფო დეპარტამენტმა მათი ვინაობა არ გაამჟღავნა. 

სანქციებით მათ აშშ-ში არსებული ნებისმიერი აქტივი ეყინებათ და ამერიკელებს მათთან ბიზნესურთიერთობა  ეკრძალებათ. 

თავდაპირველად, 2 ოქტომბერს აშშ-მ ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრს, იური კარაევს და შვიდ სხვა მაღალი რანგის პირს სანქციები დაუწესა

საპროტესტო აქციები ბელარუსში სამი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად, ალექსანდრ ლუკაშენკო მეექვსე ვადით გახდა ბელარუსის პრეზიდენტი. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აგვისტოში ბელარუსში აქციები დაიწყო, 30 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 

ბელარუსის ხელისუფლების წევრებს სანქციები უკვე დაუწესეს ევროკავშირმადიდმა ბრიტანეთმაკანადამ, შვეიცარიამ და ბალტიის ქვეყნებმა. 21 ნოემბერს შვიდი ქვეყანა, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ არიან, ბელარუსისთვის დაწესებულ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. ეს ქვეყნებია უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი და ნორვეგია.

კომენტარები