კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ის 676 ახალი შემთხვევიდან თბილისში 253 დადასტურდა, იმერეთში – 139, აჭარაში – 44

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 676 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, თბილისში 253 დადასტურდა, იმერეთში – 139, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი – 72. 

აჭარაში ინფიცირების 44 ახალი შემთხვევაა, ქვემო ქართლში - 29, შიდა ქართლში - 41, გურიაში - 14, კახეთში - 47, მცხეთა მთიანეთში - 14, სამცხე-ჯავახეთში - 20, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 3. 

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 19 311 ტესტი, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 441 პაციენტი. 

30 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 5 910 აქტიური შემთხვევაა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დაინფიცირდა 257 632 ადამიანი, მათგან 248 537 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 159 კი გარდაიცვალა.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები