კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: გვჭირდება ვაქცინის 3.9 მლნ დოზა, 2.5 მლნ არის კიდევ მოსაპოვებელი

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს ვაქცინის 1 400 000 დოზა უკვე გარანტირებული აქვს, თუმცა გეგმის მიხედვით, კიდევ 2.5 მილიონი დოზის მოპოვება გახდება საჭირო.

"ვაქცინებთან დაკავშირებით საქართველომ მუშაობა დაიწყო აგვისტოში, გითხარით ისიც, რომ საქართველოს წელს გარანტირებული აქვს 1 400 00 დოზა კოვაქსიდან, რომელიც წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ, მაგრამ წელს, ჩვენი გეგმით, რომელიც დამტკიცებულია უკვე მთავრობის მიერ, გვჭირდება 3.9 მილიონი დოზა, ანუ 2.5 მილიონი არის კიდევ მოსაპოვებელი, რასთან დაკავშირებითაც ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნებთან, მწარმოებლებთან, ევროკავშირის, დაახლოებით, 7-8 ქვეყანასთან არის შეპირება, რომ ქვეყნებს, რომლებსაც იმაზე მეტი აქვთ შეკვეთილი და ნაყიდი, ვიდრე სჭირდებათ, ამ ნამატ დოზებს საქართველოს გადაუნაწილებენ". - ამბობს ამირან გამყრელიძე.

ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური დაფარვის პლატფორმის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ 186 000 დოზა აქვს შეძენილი, რაც მოსახლეობის მხოლოდ 5%-ისთვის იქნება საკმარისი. 

მთავრობის მიერ წარდგენილი COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის გეგმა ვრცლად იხილეთ აქ.

კომენტარები