"როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც მთელ მსოფლიოში ხდება, ნეგატიურ ზრდაზე გვაქვს საუბარი. წინასწარი პროგნოზით ეკონომიკა 6%-ით შემცირდება ეს საკმაოდ მძიმე მაჩვენებელია, რა თქმა უნდა, თუმცა ეს არის მსოფლიო ტრენდის ნაწილი. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვქონდა გარკვეული, ისეთი, მე ვიტყოდი გაჯანსაღება სხვათა შორის, რომელიც იყო სხვა ქვეყნების ფონზე პოზიტიური სიგნალი სექტემბერში, ოქტომბერში, მაგრამ ბოლო კვარტლის ვითარებამ, კერძოდ მეორე ტალღამ და მძიმე ეპიდვითარებამ, ისევე როგორც ჩვენს რეგიონს, ისევე როგორც ევროკავშირს, ასევე საქართველოს ეკონომიკას თავისი დაღი დაასვა. საბოლოო ჯამში, შედეგი არის უფრო მძიმე, ვიდრე ჩვენ თავიდან ვპროგნოზირებდით.
tbl.ge/5ecl
დაკოპირდა

ნათია თურნავა საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
ამავე თემაზე
- ქვრივიშვილი: სპარსეთის ყურის ქვეყნებში გაძლიერდა ნდობა, რომ ჩვენი მომავალი პოზიტიურია
- სებ ჩინურ CIPS-თან თანამშრომლობაზე: არ წარმოადგენს SWIFT-ის ალტერნატივას
- კობახიძე: ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა
- საქართველოს მოსახლეობის 56% ეკონომიკურ კრიზისს ელის – ACTR-ის კვლევა
- ყოველ მე-5 მოქალაქეს სესხზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება აქვს – "საზოგადოება და ბანკები"




