პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფომ არავინ არავის არ შეატოვა და არავინ არ დატოვა ბედის ანაბარა. კი, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ჩვენზე მდიდარი სახელმწიფოები ვერ გაწვდნენ და 100%-ით ვერ აუნაზღაურეს ეს დიდი დარტყმა მოსახლეობას და ბიზნესს, ჩვენც ამას ვერ მოვახერხებდით. მაგრამ, პრაქტიკულად ყველა სფერო ჩვენ მოცული გვაქ ჩვენი ანტიკრიზისული გეგმით ან მომავალში მოვიცავთ. იცით, რომ ჩვენ დავეხმარეთ როგორც დასაქმებულებს, ასევე, დავეხმარეთ თვითდასაქმებულებს არაერთგზის. ასევე, იმ ადამიანებს, ვინც კარგავს სამსახურს დროებით, დარწმუნებული ვარ, რომ დროებით, მაგრამ მაინც დავეხმარეთ. სესხის პროცენტის სუბსიდირება გავუკეთეთ საკმაოდ ბევრ, ასე ვთქვათ, ათეულობით საოჯახო სასტუმროს და თუ არ მეშლება, დაახლოებით, 40 მილიონ ლარამდე არის ამ მიმართულებით დახარჯული...
tbl.ge/5e7v
დაკოპირდა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ რუსთავი 2-ის ეთერში არსებულ ეკონომიკურ კრიზისზე და მთავრობის მიერ გადადგმულ ანტიკრიზისულ ზომებზე ისაუბრა.
ამავე თემაზე
- S&P Global-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე დატოვა
- სებ-ი: იანვარში სურსათი 6.3%-ით გაძვირდა, ლარი გაუფასურდა, ტურიზმი იკლებს
- აშშ-ში ნახმარი ავტომობილების ფასი რეკორდულად იზრდება
- იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა
- მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა 4.6%-ით შემცირდება - საბიუჯეტო ოფისი