კორონავირუსი და შეზღუდვები

ცერცვაძე: ზაფხულში სახელმწიფომ არ გამოიჩინა პრინციპულობა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ

ზაფხულში სახელმწიფომ არ გამოიჩინა პრინციპულობა, დაუთმო მოსახლეობის სურვილს, შეასრულა მოსახლეობის დაკვეთა და მიიღო ის, რაც მივიღეთ ნოემბერსა და დეკემბერში.

ახლა თუ იგივეს გავიმეორებთ, იგივე შეცდომას და ისევ უპირობოდ შევასრულებთ ყველა მოთხოვნას, რომელიც ეხება ყველაფრის გახსნას და ყველა შეზღუდვის მოხსნას, ძალიან დიდი რისკია, რომ გამეორდება ის, რაც განმეორდა ნოემბერ-დეკემბერში, და მერე კიდევ ხელახლა იქნება სათქმელი ის, რომ კიდევ დავუშვით შეცდომა, არ უნდა დავთანხმებოდით ამ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას და დაუსაბუთებელ მოთხოვნებს და არ უნდა გადაგვეყარა ისევ წყალში ის, რასაც დღეისთვის მივაღწიეთ...

კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები