NDI-ის კვლევა

NDI-ის კვლევა: 46%-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სამუშაო ადგილებია, 37%-ისთვის სიღარიბე

gcn.com

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI] მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 46% ეროვნული დონის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად სამუშაო ადგილებს ასახელებს, 37% – სიღარიბეს, 31% – ფასების ზრდასა და ინფლაციას, 22% ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო 16%-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი კორონავირუსია.

საველე სამუშაოები 17-24 დეკემბერს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება, შესაძლოა, ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

კომენტარები