არჩევნები 2020

ლელო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატზე: ვემიჯნებით პოლიტიკის მსგავს პრაქტიკას

ლელო საქართველოსთვის / Facebook

პარტია ლელო ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის ფაქტს ეხმაურება. ლელო ემიჯნება მომხდარ ფაქტს და მას გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმას უწოდებენ.

"ბათუმში მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა ახალი პოლიტიკური სტანდარტების დამკვიდრების  აუცილებლობა, სადაც პოლიტიკის იარაღი სიტყვა, არგუმენტები და გუნდური ძალისხმევაა. 

ჩვენთვის, ლელოს გუნდისთვის, რომელიც მომხრეა და თავად ამკვიდრებს ახალ ღირსეულ პოლიტიკურ სტანდარტებს ქართულ რეალობაში, კატეგორიულად მიუღებელია ირაკლი ჩავლეიშვილთან დაკავშირებით მომხდარი ფაქტი. ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება, ეს არის გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმა, რაც არ უნდა გახდეს ჩვეული მოვლენა ქართულ პოლიტიკაში. 

ჩვენ ვემიჯნებით პოლიტიკის მსგავს, მიუღებელ პრაქტიკას და ვამკვიდრებთ ახალი, ღირსეული ოპონირების პოლიტიკურ სტანდარტს!" – ნათქვამია პარტიის განცხადებაში. 

აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას წევრებმა, ოპოზიციის საარჩევნო სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს. ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ენმ-ძალა ერთობაშიას საარჩევნო სიით. ჩავლეიშვილი ენმ-ძალა ერთობაშიას სიაში რესპუბლიკური პარტიიდან მოხვდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატის მიღების შემდეგ მან დატოვა რესპუბლიკური პარტიაც

კომენტარები