არჩევნები 2020

ჯაფარიძე: მე ვემზადები რევოლუციური სცენარისთვის – მშვიდობიანი გზით მივალთ რევოლუციამდე

მე ვემზადები რევოლუციური სცენარისთვის. მე პრობლემას ვერ ვხედავ საერთოდ მაგაში. ეს არ ნიშნავს, რომ თოხებით და ნაჯახებით გამოვა ხალხი, მაგრამ ზოგადად კი, თუ ძალაუფლებას არ დათმობენ, რევოლუციაც არის ერთ-ერთი გზა. მშვიდობიანი გზით მივალთ რევოლუციამდე.

მართლა ვემზადები, რევოლუციას დაარქმევ ამას თუ რას დაარქმევ რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ვემზადები იმისთვის, რომ, თუ არჩევნების გზით არ თმობენ ძალაუფლებას, ეს ძალაუფლება წავართვა. რა პრობლემაა რევოლუციასთან, სისხლის არ ღვრი და არაფერი, მშვიდობიანად წავართმევთ...

თქვა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ მთავარი არხის ეთერში. ზურა ჯაფარიძე მამუკა მდინარაძის სიტყვებს პასუხობს, რომ ოპოზიცია რევოლუციურ სცენარს აანონსებს. 

კომენტარები