კორონავირუსი და შეზღუდვები

თბილისში სკოლების და ტრანსპორტის აღდგენას მთავრობა 1 მარტამდე არ აპირებს

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლებისა და ტრანსპორტის აღდგენას მთავრობა 1-ელი მარტიდან აპირებს. განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

ამ ქალაქებში პირველი თებერვლიდან მხოლოდ სავაჭრო ცენტრები და ობიექტები გაიხსნება.

ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან იხსნება.

ასევე, 1-ელ მარტამდე ყველა ქალაქში ძალაში რჩება კომენდანტის საათი საღამოს 21:00-დან დილის 05:00-მდე.

კომენტარები