არჩევნები 2020

ვაშაძე ხვიჩია-ელისაშვილზე: მათი პოზიცია არღვევს მოლაპარაკებების შედეგით დასრულების შანსს

ოპოზიციაში არეულობა აწყობს ქართულ ოცნებას, რა თქმა უნდა. შესაბამისად, ტაქტიკურადაც, სტრატეგიულადაც, მოლაპარაკებების პროცესში მსგავსი საჯარო დისკუსიები არასწორია. მესამე, პოზიციების ცვლა საჯარო დისკუსიებში იმის გარეშე, რომ პროგრესი არ გაქვს მოლაპარაკებებში, არასწორია – მოლაპარაკებების ანბანია.

მე არ მიყვარს ის, რომ ახლა გამოვიდე და ვთქვა, რომ ვახო მეგრელიშვილი ეს არის, ელისაშვილი ის არის... იმიტომ, რომ მე ამის მტკიცებულებები არ მაქვს. მათი დღევანდელი პოზიცია არღვევს საერთოდ ამ მოლაპარაკებების შედეგებით დასრულების შესაძლებლობას. ამიტომაც გავაუქმე შეხვედრა და ვთქვი, რომ საერთო ოპოზიციურ ფორმატში დავსხდეთ, მეგობრებო, და მაშინ თუ პოზიციების ცვლილებებზეა საუბარი, ყველა დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ესაა მარტივად...

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ TV პირველის ეთერში. გიორგი ვაშაძე ეხმაურება გირჩისა და მოქალაქეების ახალ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველობის არჩევნები "ერთგვარ პლებისციტად" უნდა გამოიყენონ. ალეკო ელისაშვილი ამტკიცებს, რომ გიორგი ვაშაძეს აშანტაჟებენ და სწორედ ამიტომ არ შეხვდა მათ ცალკე. 

კომენტარები