კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: 110 შემთხვევა კარგია, მაგრამ რეალური არაა, შაბათ-კვირას ტესტირება იკლებს

საქართველოში ჩვენ დღეს გვაქვს 110 ახალი შემთხვევა, ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველი არ არის, იმიტომ, რომ ეს არის 5 000 ჩატარებული ტესტიდან.

მოგეხსენებათ, შაბათ-კვირას ტესტირების რაოდენობა იკლებს ხოლმე ზოგადად, მიმართვიანობა [ნაკლებია] სამედიცინო დაწესებულებებში, ამიტომ ეს 110 შემთხვევა, რა თქმა უნდა, არ არის რეალური ქვეყანაში ინფექციის გავრცელების, თუმცა, ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია ახალი შემთხვევების კლებასთან დაკავშირებით...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები