კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 110 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 4 964 ტესტი

iStock [illustration]

საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა  110 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 643 პაციენტი. გასულ დღე-ღამეში ჩატარდა 4 964  ტესტი.

18 იანვრის დილის მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  247 915 შემთხვევაა აღწერილი. მათგან 234 636 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 958 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები