არჩევნები 2020

მეგრელიშვილი ევროპულ საქართველოზე: როგორც ჩანს, ნაკაიძეს და ახვლედიანს ადამიანებად არ თვლიან

ON.GE

გირჩის წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ აპირებს, ევროპული საქართველოს იმ წევრებს ესაუბროს, რომლებიც ცესკოს მონაცემებით პარლამენტში შევიდნენ. მისივე თქმით, ტარიელ ნაკაიძესა და  არმაზ ახვლედიანს "როგორც ჩანს, ადამიანებად არ თვლიან." 

"მე არ მჯერა ასეთი ინფანტილური სისულელეების, რომელიც, იდეაში, ისეთი ჯგუფებისგან უფრო ისმის ხოლმე, რომელსაც თავიდანვე ეტყობა, რომ ამ მოლაპარაკებების წარმატების სურვილი არა აქვს. ვუსმენდი გიგა ბოკერიას იაგო ხვიჩიას ეთერის შემდეგ და გიგა ბოკერიას ეტყობა განსაკუთრებულად ეს დამოკიდებულება მოლაპარაკებების მიმართ, რაც, მგონია, რომ ძალიან არაპრაგმატულია ისედაც დამარცხებული პარტიისთვის, რომელსაც ახლა შეიძლება დაბრალდეს, რომ ჩამშლელია კონსტრუქციული პროცესის. ამაზე სრულ პასუხისმგებლობას აიღებს ევროპული საქართველო

მე ვაპირებ, რომ დაველაპარაკო ევროპული საქართველოს კონკრეტულ წევრებს, რომლებიც პარლამენტში გავიდნენ და არა ევროპული საქართველოს მენეჯმენტს. იმათი აზრი არც კი ვიცი, როგორც ჩანს, ადამიანებად არ თვლიან. მაგალითად, ბატონი ტარიელ ნაკაიძე, არმაზ ახვლედიანი". - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი პალიტრანიუსთან ინტერვიუში. 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბარი ოპოზიციაზე წნეხისთვის მოგონილია კამპანიაა. მისივე თქმით, ახლა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბარი გაფორმებაა, რომ მოლაპარაკებების გზით ვერ იქნა მიღწეული ვერც ვადამდელი არჩევნები, ვერც პლებისციტი და ვერც ოპოზიციის სხვა მოთხოვნები.   

დღეს, 14 იანვარს, მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გირჩის ერთ-ერთ ლიდერთან იაგო ხვიჩიასთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მათი შეთავაზებაა, "თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ქართულ ოცნებაზე ჯამურად მეტს აიღებს ოპოზიცია, მაშინ ეს ავტომატურად იყოს 2022 წლისთვის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა".  

ოპოზიცია ხელისუფლებისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. ამ დროისათვის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საპარლამენტო მანდატებზე უმრავლესობამ უარი თქვა. 

მანდატებზე უარი არ უთქვამს პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიის ოთხ წევრს, რომლებიც პარლამენტში ევროპელი სოციალისტების სახელით შევიდნენ. მათგან სამს - ფრიდონ ინჯიას, გოჩა ენუქიძესა და დავით ზილფიმიანს მანდატები პარტიის იმ ლიდერების ნაცვლად ერგოთ, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი თქვეს, ხოლო მეოთხე - ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში პარტიული სიით მოხვდა.

მანდატებზე ასევე უარი არ უთქვამთ გირჩის სამ და მოქალაქეების ორ წევრს. 

კომენტარები