ნარკოდანაშაული

შსს: ფონიჭალაში არასრულწლოვანი დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის გამო დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა შენახვის გამო ფონიჭალაში არასრულწლოვანი - 2004 წელს დაბადებული ი.ჯ. დააკავეს. 

"საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა არასრულწლოვანი ფონიჭალის დასახლებაში იმ დროს შეაჩერა, როდესაც მას 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "სირეცი" გადაჰქონდა.  საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღეს". - წერია უწყების განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები