აშშ-ს არჩევნები

მაიკ პენსი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება

მაიკ პენსი

აშშ-ს მოქმედი ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი 20 იანვარს ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება. ინფორმაცია ამის შესახებ პენსის წარმომადგენელმა გაავრცელა.

არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ინაუგურაციაზე მაიკ პენსის დასწრება მისთვის პატივი იქნებოდა და ხელს შეუწყობდა იმის ჩვენებას, თუ როგორ უნდა ხდებოდეს აშშ-ში ძალაუფლების გადაცემა.

რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრებოდა

"ყველას, ვინც მკითხა - 20 იანვარს ინაუგურაციაზე წასვლას არ ვაპირებ". – დაწერა ტრამპმა.

ტრამპის გადაწყვეტილებას ჯო ბაიდენი გამოეხმაურა. ბაიდენის თანახმად, კარგია, რომ დონალდ ტრამპი ინაუგურაციას არ დაესწრება.

"ეს ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის საკითხთაგან, რაზეც ოდესმე ერთმანეთს დავთანხმებივართ. კარგია, რომ არ მოდის. მასზე ჩემს ყველაზე უარეს წარმოდგენასაც კი გადააჭარბა. ის ამ ქვეყნის სირცხვილია, სამარცხვინოა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ის არაა ამ თანამდებობაზე ყოფნის ღირსი".

აშშ-ს კონგრესმა ოფიციალურად დაადასტურა საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები, რომლის მიხედვითაც მომდევნო პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება, ვიცეპრეზიდენტი კი - კამალა ჰარისი. ისინი მოვალეობის შესრულებას 20 იანვრიდან შეუდგებიან.

კომენტარები