მეათე მოწვევის პარლამენტი

ზილფიმიანი: განსაკუთრებული ხედვები გვაქვს, ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში

ipn

"ჩვენი პარლამენტი დე ფაქტოდ დღეიდან ერთპარტიული აღარ იქნება".- ამბობს პატრიოტთა ალიანსის ყოფილი და დღეიდან ევროპელი სოციალისტების წევრი დავით ზილფიმიანი და ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავს.  

"ის, რომ ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პოზიცია, ჩვენი პლატფორმა და ხედვები, მე მგონი, ცხადზე ცხადია. ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში და შევასრულებთ იმას, რასაც ვამბობთ. მაგრამ 4-წლიანი გეგმით".- ამბობს დავით ზილფიმიანი ტელეკომპანია პირველთან საუბარში. 

მისივე თქმით, იურიდიული თვალსაზრით, საპარლამენტო არჩევნების შედეგები, "რა თქმა უნდა", ლეგიტიმურია.  

"თუ ჩვენ მორალურ, გაყალბებასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოხდა ის რაც ყოველთვის ხდებოდა. არ არსებობს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია გაერთიანებულიყო და მოსულიყო ხელისუფლებაში. იმიტომ, რომ კარგად იცით ,რა წინააღმდეგობრივი ურთიერთობებია. ნაცმოძრაობასთან ერთად გასული პარტიებიდან შეიძლება ერთი  დამჯდარიყო, ანუ, მაინც, ამაზე მეტს ვერავინ შეკრავდა".- ამბობს დავით ზილფიმიანი. 

ევროპელი სოციალისტების დამფუძნებელი ყრილობა დღეს, 9 იანვარს ჩატარდა. პარტიის თავმჯდომარედ ფრიდონ ინჯია დაამტკიცეს. 

პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის სამი წევრის - ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანისა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილება 5 იანვარს ცნო. ქართული ოცნება კი 2021 წლის 5 იანვრით დათარიღებულ საინფორმაციო ბიულეტენში უცხოელ პარტნიორებს აცნობებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ "პარლამენტში შევიდა პირველი ოპოზიციური პარტია ევროპელი სოციალისტები ".

პრორუსული პარტიის სამმა წევრმა პარლამენტში ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილები დაიკავეს, რადგან მათ საკანონმდებლო ორგანოს მანტადებზე უარი განაცხადეს. 

პარლამენტის მანდატების გაუქმების მოთხოვნით პატრიოტთა ალიანსის სამმა წევრმა, ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ 21 დეკემბერს მიმართეს. ცესკოს მიერ დამტკიცებული შედეგებითპატრიოტთა ალიანსმა არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 3.14% და 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა.

ირაკლი კობახიძე მათ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ "მნიშვნელოვანია, რომ პატრიოტთა ალიანსის რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში".

ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 54-მა ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. პარლამენტარობაზე უარის თქმის მოთხოვნით პარლამენტისთვის მხოლოდ მოქალაქეებსგირჩის სამ და პატრიოტთა ალიანსის ერთ წევრს არ მიუმართავთ.

 

კომენტარები