კაპიტოლიუმზე თავდასხმა

JAMIROQUAI-ის ფრონტმენმა, ჯეი ქეიმ უარყო რომ "კაპიტოლიუმის ვიკინგია"

Page Six

კაპიტოლიუმის შტურმის ერთ-ერთი მონაწილე სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ცნობილი ინგლისური ფანკ ბენდის Jamiroquai-ის ფრონტმენს, ჯეი კეის მიამსგავსეს. 

"დილა მშვიდობისა, სამყაროვ, მრავალ თქვენთაგანს ჰგონია, რომ კაპიტოლიუმის შტურმის დროს დამინახა, თუმცა გარწმუნებთ, ეს მე არ ვყოფილვარ, იმ შეშლილებთან საერთო არაფერი მაქვს. გილოცავთ ახალ წელს, დიდი ხანია, არ გვინახავს ერთმანეთი, თქვენსავით ჩვენც სახლში ვსხედვართ, თვითიზოლაციაში. მოკითხვას ვუთვლი ჩემს ბენდის წევრებს, რომლებიც, ძალიან დიდი ხანია, არ მინახავს". – ამბობს ის ვიდეომიმართვაში მომღერალი.

Jamiroquai ლონდონის სცენაზე 1992 წელს გამოჩნდა, პირველი სტუდიური ალბომი "Emergency on the planet earth" 1993 წელს გამოვიდა. 1997 წელს ბენდმა მიიღო გრემი სიმღერისთვის "Virtual Insanity". ჯეი კეი დაფუძნების დღიდან დღემდე ჯგუფის უცვლელი წევრია. ცოცხალი გამოსვლების დროს ის ხშირად იხურავს სხვადასხვა ფორმისა და ზომის ქუდებს. სწორედ ვიკინგის ქუდის გამო მიამსგავსეს სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მუსიკოსი კაპიტოლიუმში შეჭრილ მანიფესტანტს. 

CNN-ის ცნობით "კაპიტოლიუმის ვიკინგი" დონალდ ტრამპის მხარდამჭერი, ჯეიკ ანჯელია, რომელსაც შამან ქანონის სახელითაც იცნობენ.

კომენტარები