COVID-19-ზე ვაქცინაცია

კორონავირუსის ვაქცინის მიმართ მძიმე ალერგიული რეაქციები იშვიათია

ექთანი მარია ირენ რამირეზი COVID-19-ის ვაქცინას იკეთებს
Reuters

"კორონავირუსის ვაქცინაზე მძიმე ალერგიული რეაქციები, 1.9 მილიონი ადმინისტრირებული დოზიდან 29 ადამიანში გამოვლინდა, რაც მას იშვით გამოსავლად აქცევს. ანაფილაქსია საშუალოდ მილიონი ადმინისტრირებულ დოზიდან 11.1 შემთხვევაში ვითარდება." - განაცხადა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

შედარებისთვის, მძიმე ალერგიული რეაქციის სიხშირე გრიპის ვაქცინისთვის არის 1.3 ყოველ 1 მილიონ ადმინისტრირებულ დოზაზე. 

"ანაფილაქსიის სიხშირე Covid-19 ის ვაქცინებზე გრიპის ვაქცინებთნ შედარებით უფრო მაღალია, მაგრამ გარწმუნებთ, ეს მაინც უკიდურესად იშვიათად ხდება," - განაცხადა СDC-ს იმუნიზაციის და რესპირატორული დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ნენსი მესონიემ. 

ალერგიული რეაქციები ვაქცინის მიღებიდან რამდენიმე წუთში განვითარდა. ანაფილაქსია მძიმე ალერგიული რეაქციაა, მაგრამ მკურნალობის შემდეგ სწრაფად ალაგდება. მძიმე ალერგიული რეაქციის მქონე 29 ადამიანიდან, 17-ს ჰქონდა წამლების, სამედიცინო პროდუქტების, საკვების და მწერების მიმართ ალერგიის დოკუმენტირებული ისტორია.

ასეთი ალერგიები ხშირია, მაგრამ ვაქცინაზე მძიმე რეაქციები -  იშვიათი, ამიტომ CDC თვლის, რომ ალერგიების მქონე ადამიანები არ უნდა შეუშინდნენ ვაქცინას - არამედ კონსულტაცია უნდა გაიარონ ექიმთან ვაქცინის მიღებამდე. ადამიანებმა, რომლებსაც აღენიშნებათ ცნობილი ალერგიული რეაქცია ვაქცინის ინგრედიენტებზე, პოლისორბატზე და პოლიეთილენ გლიკოლზე, არ უნდა მიიღონ ვაქცინა. ასევე, იმან, ვისაც ალერგიული რეაქცია ჰქონდა პირველ დოზაზე, მეორე დოზა არ უნდა მიიღოს.  

CDC-ს თქმით, კორონავირუსის ვაქცინის ადმინისტრირების ნებისმიერ პუნქტში უნდა იყოს მზადყოფნა ალერგიული რეაქციის მყისიერი მკურნალობისთვის. ადამიანები უნდა დარჩნენ ადგილზე ვაქცინის მიღებიდან 15 წუთის განმავლობაში, რათა საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა ჩაუტარდეთ; ხოლო ადამიანები, რომლებსაც ვაქცინის მიმართ წარსულში ალერგიული რეაქცია ჰქონიათ, 30 წუთს განმავლობაში უნდა დარჩნენ. 

მესონიე ამბობს, რომ ვაქცინის რისკები მისაღებია. "მესმის, რატომ შეიძლება ღელავდნენ ადამიანები, მაგრამ პოტენციური სარგებელი რისკს გადაწონის. ჩვენ დეტალურად ვიკვლევთ ვაქცინის გვერდით მოვლენებს და ვერაფერი საგანგაშო ვერ ვნახეთ".

კომენტარები