კორონავირუსი საქართველოში

შსს: COVID-19-ის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის ბარი "სახელოსნო" დავხურეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, კოტე აფხაზის
ქუჩაზე მდებარე ბარ "სახელოსნოს" ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერეს. 

უწყების ცნობით, ბარი თავდაპირველად 10 000 ლარით დაჯარიმდა, თუმცა ის კვლავ განაგრძობდა მუშაობას და ობიექტზე მოქალაქეები კომენდანტის საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ. 

"აღნიშნულ საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.
შეგახსენებთ, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს
ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2
000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა – 10 000 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის განმეორებითი გამოვლენა კი სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას ითვალისწინებს". - წერია შსს-ს განცხადებაში. 

კომენტარები