კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ის 1 612 ახალი შემთხვევიდან თბილისში 670 დადასტურდა, იმერეთში – 257

GETTY IMAGES

საქართველოში გასულ დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 1 612 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 670 შემთხვევა, აჭარა - 118, იმერეთი - 257, ქვემო ქართლი - 106, შიდა ქართლი - 107, გურია - 29, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 145, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 56, სამცხე-ჯავახეთი - 25, რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 15 492 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 9 084 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 408 PCR ტესტით.

7 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ინფიცირების 235 491 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 223 695 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 694 კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

შობის დღესასწაულის გამო 6 იანვრის 21:00-დან 7 იანვრის 05:00-მდე კომენდანტის საათი არ იმოქმედებს.

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები