covid 19-ის ახალი შტამი

ბუწაშვილი წერს, თუ რა არის ცნობილი ამჟამად Covid-19-ის ახალ შტამზე

მაია ბუწაშვილი
NeoLab

5 იანვარს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს, თუ რა არის ცნობილი ამჟამად კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ.

"კვლევები SARS-COV-2 ახალი ვარიანტის შესახებ, რომელიც თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში გავრცელდა და ამჟამად უკვე ბევრ სხვა ქვეყანაშიც გამოვლინდა, ჯერ-ჯერობით მწირია, თუმცა არსებული მონაცემების თანახმად ცნობილია:

  • ახალი ვარიანტი ბევრად უფრო ადვილად და სწრაფად ვრცელდება, რადგან ამ ვირუსით ინფიცირებულების ბევრად უფრო მაღალ პროცენტს აქვს სასუნთქ გზებში ვირუსის ძალიან მაღალი კონცენტრაცია, ვიდრე „ძველი“ ვირუსით ინფიცირებულებს.
  • PCR ტესტები, რომლებიც ამჟამად გამოიყენება კორონავირუსის სადიაგნოსტიკოდ, ავლენს ვირუსის ახალ ვარიანტსაც (თუმცა, რა თქმა უნდა, იმის გამიჯვნას ვერ ახდენს, ახალი ვარიანტია თუ „ძველი“. ამისთვის გენეტიკური ანალიზი უნდა ჩატარდეს).
  • ვირუსის ახალი ვარიანტი დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობას (რაც ჰოსპიტალიზაციის დღეების რაოდენობით არის შეფასებული) და სიკვდილობის გაზრდილ მაჩვენებელს (28 დღიანი სიკვდილობის მაჩვენებელი) არ იწვევს.
  • ახალ ვარიანტს რეინფექციის უფრო მაღალი მაჩვენებელი არ ახასიათებს (ანუ ეს არის პასუხი შეკითხვაზე, კოვიდგადატანილები ახალი ვარიანტით უფრო ადვილად ხომ არ ინფიცირდებიან).
  • როგორც კვლევების წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, არსებული ვაქცინები ეფექტური იქნება ახალი ვარიანტის წინააღმდეგაც". – ვკითხულობთ ინფექციონისტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 4 იანვარს საქართველოში COVID-19-ის ახალი შტამი დადასტურდა

კორონავირუსის ახალ შტამი პირველად დიდ ბრიტანეთში გამოავლინეს, ის 70%-ით უფრო გადამდებია, თუმცა ექსპერტების აზრით, უფრო საშიში არ არის. კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა აშშ-შიკანადასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

კომენტარები