covid 19-ის ახალი შტამი

იმნაძე: Covid 19-ის ახალი შტამის 3 საეჭვო შემთხვევიდან 2 არ დადასტურდა, ერთის პასუხი ხვალ იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში Covid 19-ის ახალ შტამზე სამი საეჭვო შემთხვევიდან ორი არ დადასტურდა, ერთის კვლევა კი კვლავ მიმდინარეობს.

როგორც იმნაძე საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, საბოლოო შედეგი ხვალ, 4 იანვარს გახდება ცნობილი.

"საქართველოში სამი შტამი იყო საეჭვო, ამ სამიდან ორი უარყოფილია, არ დადასტურდა, ერთის კვლევა კიდევ მიმდინარეობს და ხვალისთვის უკვე იქნება საბოლოო შედეგი".- ამბობს იმნაძე და აღნიშნავს, რომ ახალი შტამები ბევრ ქვეყანაშია უკვე აღმოჩენილი.

"საბედნიეროდ, ამ ახალ შტამს სიმძიმე არ მომატებია, ახალი შტამი უფრო ადვილად ვრცელდება, უფრო ადვილად აღწევს ადამიანის უჯრედში, ამიტომაც უფრო გადამდებია. უკვე არსებული შტამებისგან სიმძიმით არ განსხვავდება".- ამბობს იმნაძე. 

კორონავირუსის ახალ შტამი პირველად დიდ ბრიტანეთში გამოავლინეს, ის 70%-ით უფრო გადამდებია, თუმცა ექსპერტების აზრით, უფრო საშიში არ არის.

კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა აშშ-შიკანადასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

 

კომენტარები