COVID-19-ის ახალი შტამი

საქართველოში COVID-19-ის ახალი შტამი დადასტურდა

NIAID/National Institutes of Health via AP

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდა. ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული კაცია, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა.

განცხადების მიხედვით, მამაკაცი თვითიზოლაციაში იმყოფება და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ასევე მოძიებულია  ინფიცირებული პირის ყველა კონტაქტი.

კორონავირუსის ახალ შტამი პირველად დიდ ბრიტანეთში გამოავლინეს, ის 70%-ით უფრო გადამდებია, თუმცა ექსპერტების აზრით, უფრო საშიში არ არის.

კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა აშშ-შიკანადასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

 

 

კომენტარები