რუსეთი

რუსული ნავთობის წლიური საშუალო ფასი 2004 წლის მინიმუმამდე დაეცა

მთავარი რუსული საექსპორტო პროდუქტის ნავთობის საშუალო წლიურმა ფასმა 41.7 დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის კრიზისულ მაჩვენებელს ჩამოუვარდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული მაჩვენებელი, 2004 წლის შემდეგ, რუსული ნავთობის ყველაზე დაბალი ფასია, მაშინ საშუალო წლიურმა ფასმა 34 დოლარი შეადგინა. რაც მნიშვნელოვანია, ნავთობის ფასი არის უფრო ნაკლები იმ მაჩვენებელზე, რომელზეც სწორდება რუსეთის ბიუჯეტი. 

2020 წელს რუსეთის ბიუჯეტი ნავთობის 42.4 დოლარიან ნიშნულზე დაიგეგმა. რუსეთის საბიუჯეტო წესის მიხედვით, ამ ფასზე მაღალი სანავთობო შემოსავლები ავტომატურად რუსეთის სუვერენულ სარეზერვო ფონდში მიემართება, როდესაც ნავთობზე ფასი ეცემა, ბიუჯეტში წარმოქმნილი დანაკლისი კი რუსეთის კეთილდღეობის ფონდში არსებული ფინანსებით იფარება.

ნავთობზე გლობალური ფასები მარტის დასაწყისში პანდემიისა და OPEC-სა და რუსეთს შორის ჩაშლილი შეთანხმების შემდეგ მკვეთრად შემცირდა. შედეგად, ნავთობის ფასი გლობალურ ბაზრებზე ბოლო ათწლეულების მინიმუმამდე შემცირდა, მათ შორის 10 დოლარამდე შემცირდა ყველაზე მოთხოვნადი რუსული წარმოების URALS-ის მარკის ნავთობის ფასიც. 

 

კომენტარები