კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა
საპატრიარქოს უწყებანის ინფორმაციით, ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი თეოდორე გამეზარდაშვილი ვირუსით გარდაიცვალა.
კორონავირუსით უკვე რამდენიმე სასულიერო პირი გარდაიცვალა, მათ შორის ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი, მეუფე ლაზარე სამადბეგიშვილი 2020 წლის 20 ნოემბერს გარდაიცვალა.
ასევე, თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა დავითი კორონავირუსით გარდაიცვალა. ასევე, გარდაიცვალა Covid-პანდემიის უარმყოფელი დეკანოზი დავით ქვლივიძე.
17 დეკემვერს კი კორონავირუსით ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, ზურაბ პაპიძე გარდაიცვალა.





