საქართველოს საპატრიარქო

კორონავირუსით გარდაცვლილ მეუფე ლაზარეს წესი პირბადეების გარეშე აუგეს

მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

კორონავირუსით გარდაცვლილ მეუფე ლაზარეს სასულიერო პირებმა წესი პირბადეების გარეშე აუგეს.  

მეუფე ლაზარეს წესი აუგო მიტროპოლიტმა დანიელ დათუაშვილმა, სხვა ეპისკოპოსებთან, მათ შორის, ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილ მიტროპოლიტ სერაფიმესთან ერთად, რომელმაც ეპარქია არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დატოვა. წესის აგებისას სასულიერო პირებს პირბადეები არ ეკეთათ.

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი, მეუფე ლაზარე სამადბეგიშვილი კორონავირუსით 20 ნოემბერს გარდაიცვალა. 

"მეუფე ლაზარე, სხვა თანმხლებ დაავადებებთან ერთად, კოვიდვირუსის გამოც მკურნალობდა. გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ეპისკოპოს ლაზარეს გარდაცვალების გამო. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს". - წერია საპატრიარქოს განცხადებაში. 

კომენტარები