კორონავირუსი

COVID-19-ით კიდევ 31 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 417 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 2 795 ტესტი

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 417  შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 31 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 2 469 პაციენტი. 

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 2 795  ტესტი ჩატარდა, მათ შორის 1 868 კვლევა ანტიგენის ტესტით და 927 PCR ტესტით.

3 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ინფიცირების 229 169 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 220 442 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 603 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 6 098 აქტიური შემთხვევაა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები