კორონავირუსი მსოფლიოში

ინდოეთში AstraZeneca-ს ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცეს

Reuters

ინდოეთში გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცეს კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა.

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს ვაქცინა პირველია, რომლის ინდოეთში გამოყენებაც ოფიციალურად დაუშვეს. ცნობილია, რომ ქვეყანაში, მინიმუმ, სამი ვაქცინის დამტკიცების შესახებ კიდევ მსჯელობენ, მათ შორისაა ადგილობრივი წარმოების COVAXIN ვაქცინა, ZyCoV-D და რუსული Sputnik-V.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მარეგულირებელმა სააგენტომ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს მიერ შექმნილი COVID-19-ის ვაქცინა გამოყენებისათვის 30 დეკემბერს დაამტკიცა.

მსოფლიოს მასშტაბით ინდოეთი კორონავირუსის შემთხვევების გავრცელებით მე-2 ადგილზეა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 10 305 788 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 9 906 387 გამოჯანმრთელდა და 149 218 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები