კორონავირუსის ვაქცინა

დიდ ბრიტანეთში Oxford/AstraZeneca-ს Covid-19-ის ვაქცინა გამოყენებისათვის დაამტკიცეს

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მარეგულირებელმა სააგენტომ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს მიერ შექმნილი Covid-19-ის ვაქცინა გამოყენებისათვის დაამტკიცა.

დიდ ბრიტანეთში ვაქცინის გამოყენება უახლოეს დღეებში დაიწყება. Pfizer-ის ვაქცინისაგან განსხვავებით მისი შენახვისათვის საჭირო არ არის განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურა და შენახვა და ტრანსპორტირება 2-8 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე არის შესაძლებელი.

დიდ ბრიტანეთს სულ 100 მილიონი დოზა აქვს შეკვეთილი. ვაქცინას, თავდაპირველად, მაღალ რისკ-ჯგუფში მყოფი პირები მიიღებენ. ქვეყანაში უკვე დაწყებულია ვაქცინაცია Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებით.

ვაქცინის დამტკიცებას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი:

"ნამდვილად შესანიშნავი სიახლეა - და ბრიტანული მეცნიერების ტრიუმფი - Oxford / AstraZeneca ვაქცინა გამოყენებისათვის დამტკიცდა. ჩვენ ახლა დავიწყებთ რაც შეიძლება მეტი ადამიანის აცრას". – დაწერა მან.

კომენტარები