კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით ინფიცირებული 1 004 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 332 მართვით სუნთქვაზეა

GETTY IMAGES

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 004 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან თბილისში მკურნალობს – 466, აჭარაში - 98, იმერეთში - 246. მძიმე პაციენტებიდან 332 პირი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 1 527 შემთხვევა დადასტურდა, 24 პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 1 282 ადამიანი.

ახალი შემთხვევებიდან 710 თბილისში აღირიცხა, 78 – აჭარაში, 239 – იმერეთში,  130 – შიდა ქართლში, ქვემო ქართლში – 63,  გურიაში – 24, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 108, კახეთში – 105, მცხეთა-მთიანეთში – 47, სამცხე-ჯავახეთში – 14, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი – 9. 

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 13 030 ტესტი ჩატარდა, აქედან 6 323 ანტიგენის, 6 707 კი PCR ტესტია.

31 დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ინფიცირების 227 420 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 211 727 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 505 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების 13 162 აქტიური შემთხვევაა.


მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება, როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

გამონაკლისის სახით, დღეს, 31 დეკემბერს, 21:00 საათიდან დილის 5:00-მდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება.

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები