კორონავირუსი საქართველოში

1 527 ახალი შემთხვევიდან თბილისში 710 დადასტურდა, იმერეთში – 239, აჭარაში – 78

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 1 527 შემთხვევა დადასტურდა.

ახალი შემთხვევებიდან 710 თბილისში აღირიცხა, 78 – აჭარაში, 239 – იმერეთში,  130 – შიდა ქართლში, ქვემო ქართლში – 63,  გურიაში – 24, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 108, კახეთში – 105, მცხეთა-მთიანეთში – 47, სამცხე-ჯავახეთში – 14, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი – 9. 

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 24 პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 1 282 ადამიანი.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 13 030 ტესტი ჩატარდა, აქედან 6 323 ანტიგენის, 6 707 კი PCR ტესტია.

31 დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ინფიცირების 227 420 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 211 727 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 505 კი გარდაიცვალა.


მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

გამონაკლისის სახით, დღეს, 31 დეკემბერს, 21:00 საათიდან დილის 5:00-მდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება.

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები