კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 24 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 527 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 13 030 ტესტი

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 527 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 24 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 1 282 პაციენტი. 

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 13 030 ტესტი ჩატარდა, აქედან 6 323 ანტიგენის, 6 707 კი PCR ტესტია.

31 დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ინფიცირების 227 420 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 211 727 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 505 კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

გამონაკლისის სახით, დღეს, 31 დეკემბერს, 21:00 საათიდან დილის 5:00-მდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება.

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები