ევროპული საქართველო

ბოკერია საპარლამენტო ხელფასზე: ვისაც რა ფორმით უნდა, ისე დახარჯავს რესურსს სწორ საქმეზე

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, საპარლამენტო უფლებამოსილების მქონე დეპუტატების ხელფასების საკითხს გამოეხმაურა.

ბოკერიას თქმით, სხვადასხვა ადამიანმა სხვადასხვა ფორმით გადაწყვიტა გამოეხატა საკუთარი პოზიცია. ევროპული საქართველოს წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ, საპარლამენტო ხელფასი სამოქალაქო აქტივისტებს გადაურიცხა, ხოლო პარტიის ლიდერი, დავით ბაქრაძე, თანხით გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარება.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ყველა ეს ფორმა ლეგიტიმურია მაშინ, როდესაც ქართული ოცნება უტიფრად არ აკმაყოფილებს ოპოზიციური პარტიების განცხადებებს საპარლამენტო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით.

"სხვადასხვა ადამიანმა სხვადასხვა ფორმით გადაწყვიტა გამოეხატა საკუთარი პოზიცია, ზოგიერთმა ბიუჯეტში დააბრუნა, ზოგიერთმა ქველმოქმედებაში მიმართა, ზოგიერთმა საპარლამენტო ხელფასი მისცა აქტივისტებს.

ყველა ეს ფორმა ლეგიტიმურია იმ უტიფრობის ფონზე, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი ჯერ აცხადებდა, რომ არ გაგიშვებთ პარლამენტიდანო, შემდეგ თქვა, რომ სასწრაფოდ დაგიკმაყოფილებთ, თუ ახლავე არ დაგვთანხმდებით იმაზე, რაც გვინდაო, ახლა ისევ გადათქვეს და თითქოს დამოკლეს მახვილივით აქვთ დაკიდებული ეს საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტა.

ვისაც უნდა, რა ფორმითაც უნდა, იმ ფორმით დახარჯავს ამ რესურს სწორ საქმეზე". – თქვა გიგა ბოკერიამ

კომენტარები