კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 1 001 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 346 მართვით სუნთქვაზეა

reuters

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 001 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან  346 მართვით სუნთქვაზეა. 

თბილისში 513 მძიმე პაციენტია, აჭარაში – 101, იმერეთში – 209. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 188 ადამიანი იმყოფება, აჭარაში – 29, იმერეთში – 52.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 738 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 1 494 პაციენტი. 12 941 აქტიური შემთხვევაა. 

30 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 225 893 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 210 445 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 481 კი გარდაიცვალა. 

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები