არჩევნები 2020

ელისაშვილი კობახიძეზე: გულზე არ მეხატება, მაგრამ შეხვედრებზე მაგრად იცავდა თავის პოზიციებს

ირაკლი კობახიძის სპიკერი არა ისა, მეტი ვერაფერი მოიგონეს, ხან დიდი ცხვირი გაქვს, ხან ირაკლი კობახიძის ის… რატომ მსაყვედურობენ მაგაზე, რომ მართლა აღმოვაჩინე, რომ ცინიკური კობახიძის გარდა ყოფილა საქმიანი ირაკლი კობახიძე, რომელიც, სიმართლე გითხრათ, ძალიან მაგრად იცავდა თავის პოზიციებს.

[ახლა] კი შემოვიდა [რუსთავი 2-ის] სტუდიაში [ირაკლი კობახიძე], მაგრამ მაგის გასაგონად კი არ ვამბობ, გულზე არ მეხატება და თვითონაც იცის, რომ გულზე არ მეხატება, ბევრი რამის გამო არ მეხატება გულზე. მაგრამ იქ იყო საქმიანი და მერე როგორც უნდოდათ, ისე თარგმნეს ეს ამბავი. მე არ მითქვია, ბუნჩულა და პოზიტიური იყო, ძაან საქმიანი და კომპეტენტური იყო, ჩემდა გასაოცრად, რადგან ზიზღნარევი და სიძულვილით სავსე გამოსვლების შემდეგ მე ეს რაღაც დავინახე...

პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში თავის განცხადებას განმარტავს. რამდენიმე კვირის წინ მან თქვა, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებებზე მან მეორე ირაკლი კობახიძე აღმოაჩინა. 

კომენტარები