საუდის არაბეთი

საუდის არაბეთში ქალთა უფლებების აქტივისტს პატიმრობა მიუსაჯეს

28 დეკემბერს საუდის არაბეთში ქალთა უფლებების ცნობილ აქტივისტს, ლუიან ალ-ჰათლოულს თითქმის 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ჰათლოული 2018 წლიდან დაკავებულია სხვა ქალთა უფლებების აქტივისტებთან ერთად. ის განაჩენს გაასაჩივრებს. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კონტრტერორისტული კანონით, მას ბრალად ედება საუდის არაბეთის პოლიტიკური სისტემის შეცვლის მცდელობა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენება. 

სასამართლომ შეაჩერა სასჯელის ორი წელი და 10 თვე, ხოლო სასჯელის მოხდის ვადა 2018 წლის მაისიდან დათვალა, რაც ნიშნავს, რომ მას მხოლოდ სამი თვე აქვს დარჩენილი. იმ შემთხვევაში, თუ ის დანაშაულს ჩაიდენს, ის, შესაძლოა,  ციხეში დააბრუნონ. 

მას 5 წლით აუკრძალეს მოგზაურობა. 

"ჩემი და ტერორისტი არ არის. ის აქტივისტია". - თქვა დაპატიმებულის დამ.

გაერო ჰათლოულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

უფლებადამცველები და მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ჰათლოულს ელექტრონული შოკით, წყლით აწამებდნენ, სცემდნენ და სექსუალურად ავიწროებდნენ. საუდის არაბეთის მაღალჩინოსნები ბრალდებებს უარყოფენ. 

ჰათლოული 2013 წელს გახდა ცნობილი, როდესაც საჯარო კამპანია დაიწყო იმისათვის, რომ საუდის არაბეთში ქალებს ავტომობილების მართვის უფლება ჰქონოდათ. 

კომენტარები