საუდის არაბეთი

საუდელ კაცს სოციალურ ქსელში ხელისუფლების კრიტიკის გამო სიკვდილით დასჯა მიესაჯა

საუდელ კაცს ხელისუფლების კრიტიკის გამო სიკვდილით დასჯა მიესაჯა. გადაწყვეტილება 2008 წელს შექმნილმა სპეციალურმა სასამართლომ მიიღო, რომლის ძირითადი ფუნქცია ტერორიზმის საქმეების განხილვაა.

მოჰამედ ალ გამდის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება მოიცავს საუდის არაბეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ კონსპირაციებს, სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრასა და ტერორისტული იდეოლოგიის მხარდაჭერას. 

მოჰამედ ალ გამდის დევნილობაში მყოფი აქტივისტი ძმის მიხედვით, მოჰამედი მის მიერ X-ზე (ყოფილი Twitter-ი) გამოქვეყნებული პოსტების გამო ისჯება, სადაც ის ხელისუფლებას აკრიტიკებს და მხარდაჭერას უცხადებს ხელისუფლების მიერ გასამართლებულ "სინდისის პატიმრებს". 

 

კომენტარები