საუდის არაბეთი

საუდის არაბეთის პრინცი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

საუდის არაბეთის პრინცი თალალ ბინ აბდელ აზიზ ბინ ბანდარ ალ საუდი
Almashhadnews

საუდის არაბეთის პრინცი თალალ ბინ აბდელ აზიზ ბინ ბანდარ ალ საუდი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიები ავრცელებენ.

მედიის ცნობით, პრინცი, რომელიც საუდის არაბეთის სამეფო საჰაერო ჯარების პოლკოვნიკ-ლეიტენანტი იყო, 7 დეკემბერს, აღმოსავლეთ პროვინციაში, F-15 მოდელის ავიაგამანადგურებლის საწვრთნელი ფრენის დროს დაიღუპა.

62 წლის პრინცი სამეფოს დამაარსებლის, აბდელ აზიზ იბნ საუდის შვილიშვილი იყო.

2004-2012 წლებში პრინცი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

კომენტარები