არჩევნები 2020

ბოკერია: საუბარი 2022 წლის არჩევნებზე ტაქტიკურად სწორად საერთოდ არ მიმაჩნია

ჩემი აზრით, ბევრად უფრო გონივრული და ქვეყნისთვის ნაკლებად სარისკო იქნება, მათ შორის ივანიშვილისთვისაც, თუ არჩევნები შემდეგ წელს და რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდება, ოღონდ საღი აზრის ფარგლებში სწრაფად. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა, ბატონი ხაზარაძის მოსაზრებაზე საპასუხო თავდასხმა ძალიან არაკორექტული და საზიანო იყო. შეიძლება არ ეთანხმებოდე, მაგალითად, ახლა მეც ვთვლი, რომ საუბარი 2022 წლის არჩევნებზე ტაქტიკურად სწორად საერთოდ არ მიმაჩნია, იმიტომ, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ პრინციპულად სწორია, სწრაფად ჩატარდეს არჩევნები და როგორ მივაღწევთ და რა ტემპით, ამას ჩვენი და საზოგადოების აქტიურობაზეა დამოკიდებული. მაგრამ ამის გამო, ამ ტიპის განცხადებები ხაზარაძეზე დაუმსახურებელი და არაკორექტულია...

ევროპული საქართველოს ლიდერმა, ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე ისაუბრა, რომ "2022-ში უნდა დაინიშნოს რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნები".

 

კომენტარები