ევროპული საქართველო

ბოკერია: ვისურვებდი, ელენე ხოშტარიას ეს გადაწყვეტილება არ მიეღო, ამას არ დავმალავ

ტაბულა

"მე ვისურვებდი, რომ ელენეს ეს გადაწყვეტილება არ მიეღო, ამას არ დავმალავ" . – ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ელენე ხოშტარიას პარტიიდან წასვლის. ბოკერიას თქმით, ელენე ხოშტარია ევროპულ საქართველოსთან კვლავ ყველაზე უფრო ახლოს მდგომი ფიგურა იქნება.

"მიუხედავად ამისა, არა მარტო პერსონალური ურთიერთობების გამო, ამ გადაწყვეტილებების შემდეგაც პოლიტიკური შეხედულებებით ევროპულ საქართველოსთან ყველაზე უფრო ახლოს მდგომი ფიგურა იქნება და ამიტომ, მას ვუსურვებ წარმატებებს, იმიტომ, რომ ღირებულებები და ამოცანები ჩვენ საერთო გვაქვს". – თქვა ბოკერიამ.

ელენე ხოშტარიამ ევროპული საქართველო დატოვა და ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის. მისი თქმით, არ გადადის არცერთ სხვა პარტიაში და რჩება ოპოზიციურ ერთობაში. მანვე აღნიშნა, რომ ახალი პოლიტიკური პლატფორმის შესახებ დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს. 

ელენე ხოშტარიამ, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2016 წელს დატოვა და მათთან ერთად დააარსა პარტია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის

კომენტარები