კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 1 019 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 376 მართვით სუნთქვაზეა

GETTY IMAGES

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 019 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათგან  376 მართვით სუნთქვაზეა. 

თბილისში 512 მძიმე პაციენტია, აჭარაში – 100, იმერეთში – 216. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 206 ადამიანი იმყოფება, აჭარაში – 34, იმერეთში – 57.

ქვეყანაში 13 386 აქტიური შემთხვევაა.  ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 2 766 ადამიანი.

28 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 222 143 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 206 313 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 418 კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები