ჩვენ 25 დეკემბერს ყოველთვის საზეიმოდ აღვნიშნავთ ილია მეორის აღსაყდრების დღეს. პანდემიიდან გამომდინარე ეს წელს ვერ მოხერხდა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აღსაყდრების დღე. მადლობა ვუთხრა მას დიდი ღვაწლისთვის, 43-ე წელია, რაც მისი უწმინდესობა მიუძღვის ჩვენს ერს, როგორც სულიერი მამა და არის მაგალითი იმისა, რომ უშურველად მთელს თავის ცხოვრებას უთმობს სასუფევლის მოპოვებას. ჩვენი უწმინდესი არის ჭეშმარიტი მსახური და მონა უფლისა, რომელიც მოუწოდებს ჩვენს ერს სასუფევლისკენ და ღმერთის საქორწინო ნადიმისკენ. ასევე, მისი პიროვნებით და მისი მამობრივი სიყვარულით გვაგრძნობინებს, რაოდენ ტკბილია უფალი, ამითაც მოვყავართ ეკლესიაში მისი დიდი მოწყალებით, ლმობიერებით და სიბრძნით.
tbl.ge/5czd
დაკოპირდა
ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა მოსაყდრე შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებაზე .
ამავე თემაზე
- მეუფე შიო: რომ დამკვიდრდეს სასუფეველი ჩვენში, ამისთვის უნდა დავუჯეროთ ჩვენს ეკლესიას
- მოსაყდრე შიო: ვმადლობთ უფალს, ილია II-ს მეთაურობით, ჩვენი ეკლესია ერთგულია სარწმუნოების
- მოსაყდრე შიო: თუ ადამიანს სიმდაბლე არ აქვს, ის ცოდვათა შენდობასაც ვერ მიიღებს
- მოსაყდრე შიო: მხოლოდ სარწმუნოებით შეიძლება ადამიანმა გამოასწოროს თავისი ცოდვები
- მოსაყდრე შიო: თანამედროვე ადამიანის წინაშეც დგას საკითხი – იესო ქრისტე თუ ჩემი შემოსავალი