არჩევნები 2020

უგულავა: 2020 წელს ლურჯ მელიას, ივანიშვილს, საღებავი შემოაკლდა და გამოჩნდა, რომ აფერისტია

2020 წელი იყო უმძიმესი. იცით, როგორ შემიძლია შევაფასო? ლურჯი მელია ხომ გახსოვთ? ძველი ქართული მულტფილმი. ის როცა ლურჯადაა შეღებილი, ჰგონიათ, რომ რაღაცაა. ასე, მწვანე დოლარებით არის გარშემორტყმული უკვე 8 წელია ივანიშვილი. მე ვფიქრობ, რომ ეს წელიწადი, ერთი მხრივ, იყო უმძიმესი, მაგრამ, მეორე მხრივ, იყო წელი, როდესაც ამ ლურჯ მელიას, ივანიშვილს, საღებავი შემოაკლდა და გამოჩნდა, რომ ჩვეულებრივი აფერისტი მატყუარაა. გამოჩნდა ის, რომ მისი ამოცანები არასდროს ყოფილა ადამიანების უფლებების დაცვა, კორუფციასთან ბრძოლა, დამოუკიდებელი სასამართლო და ქვეყნის წელში გამართვა...

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა TV პირველის ეთერში.

კომენტარები