კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ხარვეზი ბევრი გვაქვს – ყოველთვის ვიღებ კრიტიკას, თუ არ არის სხვა სარჩულით

მე არასდროს არ გავურბივარ არც კრიტიკას და არც პასუხისმგებლობას. მე არ დამიმალავს, რომ ხარვეზი ბევრი გვქონდა და ბევრი გვაქვს - ხარვეზის გარეშე არ იქნება და ამაში ჩემი პირადი პასუხისმგებლობაც საკმაოდ დიდია. ამას არ გავურბივარ და არასოდეს გავექცევი. მაგრამ ყველაფერი შედარებითია. საქართველო არის განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანა. 

[...] მე ყველა იმ ადამიანს ვცემ პატივს, რომლებიც რჩევებს იძლევიან. ბევრ მათგანს პირადად ვიცნობ, ზოგიერთი ჩემი ნასტუდენტარია, სამედიცინო ისტიტუტში მუშაობის პერიოდში. მადლობას ვეტყვი ყველას რჩევებისთვის. კარგია, როდესაც სამედიცინო საზოგადოება ერთიანია. არ უნდა იყოს ის, რომ იქით და აქეთ...  

კარგია, რომ იქმნება საკონსულტაციო ჯგუფები, ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას, მე ყოველთვის ვიღებ კრიტიკას, თუ რამე არის ღირებული და არა სხვა სარჩულით. [სხვა სარჩული მათ განცხადებაში] ამ ეტაპზე არ დამინახავს.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ტელეკომპანია პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები