ისრაელი-პალესტინა

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში დაჯგუფება ჰამასის 3 სამიზნე დაბომბა

წყარო: AFP

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში დაჯგუფება ჰამასის 3 სამიზნე დაბომბა, მათ შორის ადგილი, სადაც რაკეტებს ამზადებდნენ, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა და სამხედრო პოსტი.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ქმედება პასუხი იყო ღაზის სექტორიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე. ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს, რომლებიც საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

"ჰამასი პასუხს აგებს იმ ტერორზე, რაც ღაზის სექტორიდან მოდის". - ნათქვამია არმიის განცხადებაში.

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები