კორონავირუსის ახალი შტამი

გამყრელიძე: არის გარკვეული მონაცემები, რომ COVID 19-ის ახალი შტამი დადასტურდეს

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურებული ჯერ არაა, თუმცა, არსებობს "გარკვეული მონაცემები" და მათი კვლევა მიმდინარეობს.

"კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურებული ჯერ არაა. გარკვეული მონაცემები იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდეს, არის, მაგრამ ამის კვლევას დღეები სჭირდება, იმიტომ, რომ გენომის სეკვენირება მიმდინარეობს. რამდენიმე ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, არ არის ეს ბევრი, ალბათ, 5-ზე ნაკლები შემთხვევაა.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის დადგენა, ამ ეტაპზე, მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიას შეუძლია, იმიტომ, რომ იქ არის საშუალება გენომის დაშლის, ანუ სეკვენირების და ამ ახალი შტამის იდენტიფიცირებას სწორედ, გენომის სეკვენირება სჭირდება და ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ამას სჭირდება რამდენიმე დღე, ზოგჯერ კვირაც". – ამბობს ამირან გამყრელიძე IPN-თან საუბარში.

ვრცლად, კორონავირუსის ახალი შტამების შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები