არჩევნები 2020

კობახიძე: დღეს რომ ჩატარდეს არჩევნები, არათუ 48%-ს, ოცნება ბევრად მეტს მიიღებდა

[...] მოსახლეობის ნახევარმა მისცა ხმა ოპოზიციას და მათი დამოკიდებულება უკვე შეცვლილია იმ ოპოზიციის მიმართ, რომელმაც მათ იმედები უკვე რეალურად გაუცრუა. განსაკუთრებით ეს ეხება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ელექტორატს, რომლებიც, მათი ელექტორატის შეხედულებით იყო ნაკლებად რადიკალური და ხედავენ ისინი დღეს, ეს ელექტორატი ხედავს, რომ ისინი რაღაც რადიკალურ პროცესებში არიან ჩართული.

შესაბამისად, დღეს რომ ჩატარდეს არჩევნები, არათუ 48%-ს, მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება ბევრად უფრო მეტს მიიღებდა. ზუსტად ამ ქაოსის გათვალისწინებით და არასწორი ნაბიჯების გათვალისწინებით, რაც პოზიციის მხრიდან არის გადადგმული.

ამბობს ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე POSTV-ის ეთერში.

კომენტარები